ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვირუსის ტყვეობაში - ვუჰანის იზოლაციიდან ერთი თვე გავიდა


ვაშინგტონის დროით 23 იანვარს კორონავირუსის COVID 19-ის სწრაფი გავრცელების გამო ჩინეთმა 11 მილიონიანი ქალაქი ვუჰანი კარანტინში მოაქცია. სწორედ ვუჰანი არის კერა ახალი კორონავირუსის გავრცელების.

კარანტიში მყოფი ვუჰანელებისთვის არსებული ვითარება პერსონალური ჯოჯოხეთია. ამის შესახებ ისინი “ამერიკის ხმის” ჩინეთის განყოფილებასთან საუბრობენ.ისინი ამბობენ, რომ ძალიან ჭირს ქალაქში ცხოვრება, ხშირად სახლის დატოვებასაც ვერ ახერხებენ, შიშის გამო, რადგან ვირუსით დაინფიცირების რისკი დიდია. ვუჰანში ნახავთ ბევრ ადამიანს, რომელიც გეტყვით რომ მათი სამყარო ჩამოიშალა.

კარანტინის გამოცხადებიდან, მალევე ვუჰანიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს, ათობით ადამიანის ევაკუაცია სპეციალური რეისებით განხორციელდა. მათ შორის იყვნენ ქართველებიც.

კორონავირუსთან ეფექტურად ბრძოლისთვის ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქალაქში 10 დღეში ორი საავადმყოფო ააშენეს. ახალი საავადმყოფოები დამატებით 2000 პაციენტის მკურნალობის საშუალებას იძლევა.

ვუჰანში ამ დრომდე დაკეტილია მაღაზიების დიდი ნაწილი. სასურსათო მაღაზიების დიდი ნაწილი დაცარიელებულია, პროდუქტი გაძვირებული. ქალაქში საკვებს და სასმელს ცენტრალური ხელისუფლება გარკვეულ პერიოდში ერთხელ გზავნის.

ვუჰანელი ექიმი, რომელმაც მსოფლიოს ამცნო ახალი კორონავირუსის შესახებ 18 თებერვალს დაიღუპა. ლი ჩჟიმინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ვუჰანის ჯანდაცვის მუნიციპალური კომისიაის განცხადებით, ექიმ ჩჟიმინს დიდი წვლილი მიუძღვის კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამ დრომდე ვუჰანი კარანტინში ცხოვრებას განაგრძობს, რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვები ჯერ არავინ არ იცის. ექიმები ამ დრომდე მუშაობენ, COVID 19-ის ვაქცინაზე, რომელზეც ჯერ ცდები მიმდინარეობს.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა კი მსოფლიო მასშტაბით 80 000-ს აჭარბებს, შემთხვევების უმრავლესობა 79 389 ჩინეთში ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობა კი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 3 000-ს შეადგენს. 2835 ჩინეთში დაფიქსირდა, ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ადამიანი COVID 19-ით ირანში დაიღუპა 43 ადამიანი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG