93 ადამიანიდან კორონავირუსი, COVID 19, საქართველოში 3 ადამიანს დაუდასტურდა. ოფიციალური ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში 93 ადამიანის მონაცემები იქნა დამუშავებული, საიდანაც დადებითი პასუხი მხოლოდ 3 ადამიანზე გაიცა.
3 დაინფიცირებულიდან, ორი ირანში იმყოფებოდა, ისინი საზღვრიდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე მათგანი ამ დრომდე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები დამაკმაყოფილებლად აფასებენ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში და ბაგა ბაღებში 2 კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი შეწყდება. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.
ამ პერიოდის განმავლობაში სკოლებსა და საბავშვო ბაღებში პროფილაქტიკის მიზნით სადენზიფენქციო სამუშაოები ჩატარდება.
Facebook Forum