პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს პრეზიდენტს და მას გააცნეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, ისევე, როგორც მთავრობის მიერ გატარებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში, აქაც სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო.
"დღეს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად ფუნქციონირებს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდირებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს," აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ "ქვეყანა დაცულია."
25 თებერვალს მინისტრმა ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა.
Facebook Forum