კორონავირუსს (კოვიდ 19) საკმაოდ დიდი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე მსოფლიოს მასშტაბით, აცხადებენ "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" მკვლევრები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ნახევარი პროცენტით შემცირდა და ახლა 2.4 % შეადგენს და 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ჩინეთში, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია დეკემბრიდან მოყოლებული, მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწიური ზრდა, სავარაუდოდ, მხოლოდ, 4,9 % მიაღწევს, რაც 0,9 ნიშნულით დაბალია, ვიდრე ის უნდა ყოფილიყო. ამბობენ, რომ ჩინეთში ეკონომიკური მაჩვენებლები საკამოდ კრიტიკულია.
ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩინეთში, უმეტეს ადგილას კარანტინია გამოცხადებული, აიკრძალა ფრენები და დაიკეტა საწარმოები, რამაც, როგორც ჩინეთის, ისე მსოფლიოს ეკონომიკაზე უკვე მოახდინა უარყოფითი ცვლილებები.
Facebook Forum