ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსი - შესაძლოა ორკვირიანი კარანტინი საკმარისი არ იყოს


ავსტრალიელებმა, რომლებსაც 2-კვირიანი კარანტინის შემდეგ კორონავირუსი (კოვიდ-19) არ დაუდასტურდათ, იაპონიიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ტესტზე დადებითი პასუხი მიიღეს.

როგორ მოხდა, რომ კარანტინის დროს ვირუსი არ დადასტურდა და ის შემდეგ გამოვლინდა? ამ კითხვაზე პასუხი ჯანდაცვის სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომების გამოსავლენად, ორი კვირა იყო საჭირო.

ავსტრალიის ჯანდაცვის ოფიციალური პირები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ვირუსზე ჯერ უარყოფითი და შემდეგ დადებითი პასუხები კარანტინის დასრულების შემდეგ, სხვა შემთხვევებშიც არსებობდეს და ჯერ გამოვლენილი არ იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე კლინიკურ კვლევას ატარებს, რომელიც გამოავლენს, საჭიროა თუ არა ვირუსის გამოსავლენად 3 კვირა.

მხოლოდ ხუთშაბათიდან დღემდე, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 115 ადამიანი კი დაიღუპა. ჰუბეის პროვინცია არის ადგილი, საიდანაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა. მისი დედაქალაქია ვუჰანი.

პარალელურად, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19 ჩინეთის გარდა მსოფლიოს 25 ქვეყანაში ფიქსირდება, სადაც 1 000 ინფიცირებულია და 11 დაღუპული.

ჩინეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75 000-ს აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG