ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის (კოვიდ-19) ორი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირის ინფორმაციით, შემთხვევები ქვეყნის ცენტრალურ ყომის პროვინციაში დაფიქსირდა.
„გამოკვლევას ვატარებთ და ამ გამოკვლევის შედეგები გასაჯაროვდება“, - განაცხადა კიიანუშ ჯაჰანპურმა, ჯანდაცვის სამინისტროდან.
ეს ორი ადამიანი ამ დროისთვის კარანტინშია განთავსებული.
კორონავირუსის ეპიცენტრი ჩინეთის პროვინცია ჰუბეი და ქალაქი ვუჰანია. ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი 74,000-ს გაცდა. ვირუსის შედეგად, 2004 ადამიანი გარდაიცვალა.
Facebook Forum