რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით , COVID 19, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა COVID 19-ით შტატებში ადამიანი დაიღუპა.
შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაღუპული ქალბატონია. დაღუპულის ოჯახს თეთრი სახლიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. "შესანიშნავი ქალბატონი იყო, სამწუხაროდ გამთენიისას დაიღუპა,"- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა. პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ამერიკაში კორონავირუსით 22 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმაც.
“ამერიკის ხმისა” და “ასპშეითიდ პრესის” ერთობლივი მონაცემებით, იანვრიდან დღემდე შტატებში 62 შემთხვევა დაფიქსირდა.
Facebook Forum