ბელარუსს და პოლონეთს შორის საზღვარზე ამ დრომდე რთული ვითარებაა. მიგრანტები ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობენ და მათ ამაში როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, ბელარუსის სამართალდამცავები ეხმარებიან.
პოლონეთის ტერიტორიაზე შეღწევის დროს 3 მიგრანტის დაღუპვის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი პოლონეთის საზღვართან დაიღუპა, ერთი კი ბელარუსის ტერიტორიაზე. ამ დროისთვის უცნობია რა გარემოებებში მოხდა მათი გარდაცვალება, ასევე უცნობია გზა, რომლითაც ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ.
ასევე ნახეთ: პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნებს ვერ ხედავსკიდევ ერთი ერაყელი მიგრანტი გარდაიცვალა პოლონეთში, სავარაუდოდ გულის შეტევით. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ერაყელი და ავღანელი დევნილები უკვე რამდენიმე თვეა რაც ბელარუსიდან პოლონეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობენ. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ამ გზით ლუკაშენკოს რეჟიმი ევროპისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკამ და ევროპამ ლუკაშენკოს რეჟიმს გაყალბებული არჩევნებისა და რეპრესიების გამო სანქციები დაუწესა.
ასევე ნახეთ: ბელარუსის საზღვრის დაზიანების მცდელობისთვის პოლონეთში 13 პირი დააკავესპოლონეთმა რთული ვითარებიდან გამომდინარე საზვრისპირა რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა და ბელარუსთან საზღვარზე 2 მეტრის სიმაღლის ღობის მშენებლობა დაიწყო. საზღვართან გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, მიგრანტები ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლას მაინც ცდილობენ.
ევროპაში მიაჩნიათ, რომ ლუკაშენკო „ადამიანების გასაჭირს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს“