ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთმა ბელარუსიდან გადასული მიგრანტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


პოლონეთის პრეზიდენტმა ბელარუსის მოსაზღვრე ორი რეგიონის ზოგიერთ ნაწილში სახელმწიფო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან მიგრანტების ნაკადის შედინებას უკავშირდება.

2 სექტემბრის გადაწყვეტილება, კვირის დასაწყისში მისი მთავრობის თხოვნის პასუხად იქნა მიღებული. წესები 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს, თუმცა შესაძლოა პრეზიდენტმა ის გააგრძელოს.

საგანგებო წესების გამო, არ არის გამორიცხული, საზღვრის გასწვრივ ვიწრო ზოლზე დემონსტრაციები აიკრძალოს და ადამიანებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ტარება მოეთხოვოს.

გასულ თვეში, პოლონეთში ბელარუსიდან დაახლოებით 3 ათასი მიგრანტი შევიდა. პოლონეთს და ევროკავშირს სჯერათ, რომ მიგრანტების მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ავტორიტარი ალექსანდრ ლუკაშენკო გეგმავს, რათა მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული სანქციებისთვის მათ სამაგიერო გადაუხადოს.

ევროკავშირმა ლუკაშენკოს მთავრობის წევრებს, სახელმწიფო კომპანიებს და ასევე იმ ოლიგარქებს, რომლებმაც პროტესტის მონაწილეების სასტიკი დარბევების შემდეგ მისი მმართველობით სარგებელი მიღეს, ეკონომიკური სანქციების რამდენიმე წყება დაუწესა.

ბელარუსიდან მიგრანტები ევროკავშირის წევრ ლატვიაში და ლიტვაშიც შევიდნენ. ბელარუსს ამ ქვეყნებთან საერთო საზღვარი აქვს. მიგრანტთა უმეტესობა ახლო აღოსავლეთიდან, მათ შორის ერაყიდან და ავღანეთიდანაა.

გასულ კვირაში, პოლონეთმა ბელარუსთან 418 კილომეტრის სიგრძის საზღვარზე, მიგრანტთა შედინების შესანელებლად, 2.5 მეტრი სიმაღლის ბარიერის მშენებლობა დაიწყო.

პოსტკომუნისტური პერიოდის პოლონეთში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პირველად მოხდა.

ლიეტუვაში ბელარუსიდან მიგრანტების მოზღვავებაა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:26 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG