პოლონურმა მხარემ 13 აქტივისტი დააკავა, რომლებიც ბელარუსთან საზღვრის დაზიანებას ცდილობდნენ. ეს სასაზღვრო ღობეები ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შემოსვლის აღსაკვეთადაა გამიზნული.
პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მათ პოლონეთის 12 და ნიდერლანდების ერთი მოქალაქე დააკავეს. ევროკავშირის წევრი პოლონეთი, ლიეტუვასთან ერთად, ბელარუსის საზღვრებთან მიგრანტთა გაზრდილ ნაკადთან გამკლავებას ცდილობს. ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ამ კრიზისს ლუკაშენკოს რეჟიმი ხელოვნურად ქმნის, რათა დასავლეთს კრიტიკასა და სანქციებზე უპასუხოს. დასავლეთი გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი აქტივისტების მცდელობას "აბსოლურუტად მიუღებელს" უწოდებს" და ამბობს, რომ ყველა მათგანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. პოლონეთში საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებია გავლებული და 2.5 მეტრი სიმაღლის კედლის აშენება იგეგმება.
Facebook Forum