ლატვიამ ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ლიეტუვამ კი საზღვარზე კედლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ზომებით ბალტიისპირეთის ქვეყნები ცდილობენ აღკვეთონ არალეგალი მიგრანტების შედინება, რომლებსაც მინსკი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთს საშუალებას რიგასა და ვილნიუსზე ზეწოლის მოხდენის მიზნით აძლევს.
ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი ბელარუსს მიგრანტების სპეციალურად მოზღვავებაში ადანაშაულებენ და ამ ნაბიჯს იმით ხსნიან, რომ ლუკაშენკოს რეჟიმი ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვს.
ბელარუსმა მიგრანტების ლიეტუვაში უკანონოდ შეშვება მაისში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს მკაცრი სანქციები დაუწესა. ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურმა მაშინ „რაინეარის“ რეისს მინსკში დაჯდომა უკანონოდ აიძულა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი და მისი მეგობარი დაეპატიმრებინა.
Facebook Forum