გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ პანდემია დასასრულისკენ მიდის, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ჯერ ნაადრევია შეზღუდვების მოხსნა და ჩვეული ცხოვრების რიტმში დაბრუნდება. ანგელა მერკელი გერმანელებს მოუწოდებს თავი შეიკავონ მასშტაბური შეკრებებისგან და დაიცვან არსებული, შეზღუდვებით გათვალისწინებული წესები. მერკელის ეს განცხადება წინ უძღვის მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს.
გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული შეზღუდვები 18 აპრილამდე გაგრძელდება, რათა მოხდეს პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილება. მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს სააღდგომო არდადეგებზე არ იმოგზაურონ.
ასევე ნახეთ: 100%-იანი დაცვა მძიმე დაავადებისგან - ამერიკული კვლევა "ასტრაზენეკას" ვაქცინას აფასებს"ახლა ჩვენს წინაშე არის იგივე ვირუსი, თუმცა გაცილებით უფრო აგრესიული და საფრთხის მატარებელი. რის გამოც უნდა შევინარჩუნოთ შეზღუდვები. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი იღებს ვაქცინას და გვირაბის ბოლოს სინათლეა. თუმცა შეზღუდვების მოხსნისთვის ჯერ ძალიან ადრეა,"- ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
ანგელა მერკელს სურდა გერმანიაში შეზღუდვები მკვეთრად გამკაცრებულიყო, თუმცა გერმანელმა კანონმდებლებმა ამას მხარი არ დაუჭირეს. შეზღუდვების პარალელურად, ღია რჩება მაღაზიები და სუპერმარკეტები, იკრძალება მასობრივი შეკრებები და იხურება თავშეყრის ადგილები, როგორიც არის რესტორნები.
გერმანიაში სააღდგომო მსახურება ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. იქ18 აპრილამდე 5 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება.