პანდემიის ერთი წლის თავზე, მსოფლიოს უკვე აქვს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო არაერთი ვაქცინა. ეს კი უპრეცენდენტო მოვლენაა. ის, რომ ვაქცინები ასე სწრაფად შეიქმნა, ბევრი მიზეზით არის განპირობებული. მათ შორის იმან, რომ დაიხვეწა ტექნოლოგიები, მეცნიერების ცოდნა გაიზარდა, დაინტერესება კი ვაქცინების მიმართ დიდი იყო.
ფაქტი ერთია, რომ დამტკიცებული ვაქცინები უსაფრთხოა ადამიანისთვის და ის გვიცავს კოვიდ19-ისგან.
სწორედ იმიტომ, რომ ვაქცინები სწრაფად შეიქმნა, უფრო მარტივად გახდა შესაძლებელი საზოგადოებაზე (უარყოფითი) გავლენის მოხდენა. დაინტერესებული პირები არაერთ შეთქმულების თეორიას ქმნიან და ავრცელებენ დეზინფორმაციას. ფაქტი ჯიუტია, მსოფლიოში ყველა მოწინავე და სანდო მარეგულირებელი, მანამ სანამ ვაქცინის გამოყენების ნებართვას გასცემს, დეტალურად სწავლობს ვაქცინის ეფექტურობას და მის უსაფრთხოებას. ასეთი ორგანიზაციაა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, დიდი ბრიტანეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
მაგრამ მაინც, რატომ უნდა მივიღოთ ვაქცინა?
-
ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო
კოვიდ19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინები მკაცრად და დეტალურად ფასდება სპეციალისტების მიერ. მის დამტკიცებამდე ხდება შესწავლა და დადგენა იმის, თუ რამდენად ეფექტურია ის და რამდენად დაიცავს ადამიანს კოვიდ19-ისგან.
“ვაქცინებმა გაიარა დეტალური შემოწმება, ყველაზე ინტენსიური მონიტორინგი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. ეს მონიტორინგი მოიცავს როგორც უკვე არსებულ, ისე დამატებითი უსაფრთხოების წესებს, რისთვისაც როგორც ადამიანური რესურსი, ასევე ახალი ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული. ჩვენ მაქსიმალური შრომა გავწიეთ, რათა დავრწმუნებულიყავით მის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში“- ვინ ამბობს?
-
ვაქცინის მიღებით მსოფლიო დაამარცხებს პანდემიას
იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინაციის პროგრამაში ჩაერთვება, ეს დაეხმარება მსოფლიოს დაამარცხოს პანდემია. სპეციალისტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ამბობენ, რომ ამისათვის საჭიროა მოსახლეობის 50-80 პროცენტი იყოს აცრილი. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება გამოიმუშავებს იმუნიტეტს კოვიდ19-თან საბრძოლველად, რაც გაართულებს მის გავრცელებას. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ამ მიმართულებით კვლევას აგრძელებს. „ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენი ადამიანის აცრა არის საჭირო, იმისათვის, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი იყოს დაცული. ამ მიმართულებით კვლევას ვაგრძელებთ“,- წერია CDC-ის ვებგვერდზე.
-
კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაგიცავთ მძიმედ დაავადებისგან
ადრეული კვლევების საფუძველზე სპეციალისტები ამბობენ, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გიცავთ კოვიდ-19-თ დაავადების რთული ფორმებისგან და დამატებითი გართულებებისგან, რამაც შეიძლება ადამიანის სიკვდილი ან გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. შესაძლოა ვაქცინას ჰქონდეს გვერდითი მოვლენები? „დიახ ეს შესაძლებელია. ეს არის ნორმალური, რადგან ამ დროს თქვენი სხეული გამოიმუშავებს დაცვის ფუნქციას ვირუსთან საბრძოლველად“. ვაქცინის გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს: სიცხე, შემცივნება, დაღლილობა, თუ ყრუ ტკივილი აცრის ადგილზე. „წარმოქმნილი სიმპტომები რამდენიმე დღეში გაგივლით“, წერია ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე. რომელი ორგ?
-
ვაქცინის მიღებას ადამიანთა ნაწილი ვერ შეძლებს
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვაქცინის მიღებას ვერ შეძლებენ. ჯერჯერობით ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც მწვავე ალერგიული ფონი აქვთ. ამ ეტაპზე ვაქცინას ვერც ახალშობილებს აძლევენ. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ ეს ადამიანები იყვნენ დაცულები, აუცილებელია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ვაქცინა, დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ასევე - მის გარშემო მყოფი ადამიანები და შეაჩეროს კოვიდ19-ის გავრცელება.
-
ვაქცინა კოვიდ19-ის მუტირებულ ვარიანტებთან მიმართებაშიც გვიცავს მძიმე დაავადებისგან
ამის შესახებ მსოფლიოში არაერთი მოსაზრება არსებობს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი კი განმარტავს, რომ ამ მხრივ მუშაობა გრძელდება. „ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ, რამდენად ეფექტურია ვაქცინები ვირუსის ახალი ვარიანტების საწინააღმდეგოდ. ადრეული კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინებმა შესაძლებელია იმუშაოს ზოგიერთ ვარიანტზე, მაგრამ ამ დროს შეიძლება შემცირდეს მისი ეფექტურობა“, - წერია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე. თუმცა, ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვაქცინები მაინც დაგვიცავს მძიმე დაავადებისგან. ამას გარდა, „მოდერნა“ მუშაობს დამატებით დოზაზე, რომელიც ახალ ვარიაციებთან ბრძოლაში დაგვეხმარება. „გლაქსოსმითკლაინმა” კი მულტივარიაციულ ვაქცინაზე დაიწყო მუშაობა.
არაერთ ქვეყანაში ამ დრომდე არ დაწყებულა საყოველთაო ვაქცინაციის პროცესი. ამ დრომდე ვაქცინა არ მიუღია საქართველოს. სპეციალისტები ამ შემთხვეაში ამბობენ, რომ ვაქცინის მიღებამდე, აუცილებელია საზოგადოებამ მკაცრად დაიცვას რეგულაციები, დაიცვას სოციალური დისტანცია, იხმაროს სამედიცინო პირბადე და ყოველ 4 საათში გამოცვალოს ის.
Facebook Forum