ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წესები ვაქცინირებული ადამიანებისთვის 


ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ახალ წესება აქვეყნებს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებს უფლება ეძლევათ დახურულ სივრცეში შეიკრიბონ, სოციალური დისტანციისა და პირბადის გარეშე.

რეკომენდაციების ახალ ჩამონათვალში ნათქვამია, რომ ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება იმ შემთხვევაში თუ მას „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინა ოჯერ აქვს გაკეთებული და ვაქცინის გაკეთებიდან გასულია 2 კვირა ან მეტი.

დახურულ სივრცეში პირბადის და სოციალური დისტანციის წესების დაცვის გარეშე შეკრება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც მიიღეს „ჯონსონი და ჯონსონის“ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, ვაქცინის მიღებიდან კი გასულია ორი კვირა.

CDC-ის ახალი რეკომენდაციებით, ვაქცინირებულ ადამიანებს ასევე შეუძლიათ დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იყვნენ იმ ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებსაც ვაქცინა არ აქვთ მიღებული.

რეკომენდაციების მიედვით, ვაქცინირებულმა ადამიანმებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კვლავ უნდა ატარონ პირბადე. ამ შემთხვევაში აუცილებელია ვაქცინირებულმა ადამიანმა შეინარჩუნოს ყველა არსებული წესი და მოერიდოს მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

„სიდისი“ განმარტავს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ჩვეულ, ცხოვრებისეულ სტილში დაბრუნებისკენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG