ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვთან ვაქცინის შესყიდვაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს - ევროკავშირი


ვენესუელაში "სპუტნიკ-ვი" ვაქცინის დისტრიბუცია მიმდინარეობს. 13 თებერვლის ფოტო.
ვენესუელაში "სპუტნიკ-ვი" ვაქცინის დისტრიბუცია მიმდინარეობს. 13 თებერვლის ფოტო.

ევროკომისია აცხადებს, რომ რუსეთის კოვიდ-19-ის ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებას ის არ აწარმოებს. "ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება "სპუტნიკის" ვაქცინის ინტეგრაციაზე" - თქვა პრესკონფერენციაზე კომისიის პრესსპიკერმა. აღნიშნული განცხადება სულ რამდენიმე საათში გაკეთდა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის საკითხის განხილვა დაიწყო.

27 სახელმწიფოსგან შემდგარ ბლოკს კონტრაქტი ამ ეტაპზე 6 ევროპულ და ამერიკულ მწარმოებელთან აქვს. კონტრაქტით გათვალისწინებული ვაქცინების საერთო მოცულობა 2.6 მილიარდ დოზას შეადგენს, მაშინ როცა ევროპის კავშირის მოსახლეობა 450 მილიონს არ აღემატება.

"სპუტნიკ-ვი" საგანგებო წესით გამოყენებისთვის უკვე დაამტკიცა ევროკავშირის სამმა წევრმა: უნგრეთმა, სლოვაკიამ და ჩეხეთის რესპუბლიკამ. ევროკავშირის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას არ გამორიცხავენ, თუკი ამას ბლოკის ოთხი წევრი სახელმწიფო მაინც მოითხოვს. "მხოლოდ იმიტომ, რომ ვაქცინა ევროპულ დონეზე დამტკიცდა, ევროპის მედიკამენტების სააგენტოს დადებითი შეფასების შემდეგ, არ ნიშნავს, რომ კომისიას [ვაქცინაციის] პროგრამაში მისი ჩართვის რაიმე ვალდებულება აქვს" - აცხადებს პრესსპიკერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG