"ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" (CDC) დირექტორმა, ექიმმა როშელ ვალენსკიმ, განაცხადა, რომ შეშფოთებულია ბოლო დროს, ამერიკაში მოგზაურობის რიცხვით. მისი თქმით, პანდემია დასრულებისგან ჯერ ძალიან შორსაა და მოსახლეობა ისე არ უნდა იქცეოდეს, თითქოს, ეს უკვე მოხდა.
თეთრი სახლის კორონავირუსთან მებრძოლი ჯგუფის შეხვედრის დროს, CDC-ის დირექტორმა თქვა, რომ გასულ პარასკევს, ამერიკის აეროპორტებში 1,3 მილიონზე მეტი მოგზაური დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან, ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.
ვალენსკის თქმით, მან ნახა ახალ ამბებში, როგორ ისვენებს ხალხი საზაფხულო კურორტებზე, ნიღბების გარეშე, მაშინ, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ პანდემიაა და ყოვედღიურად ვირუსის ახალი შემთხვევის, დაახლოებით, 50,000 შემთხვევა ფიქსირდება.
ვალენსკიმ მოუწოდა მოსახლეობას, "ჩვენი ერის ჯანმრთელობისთვის", ფრთხილად იყვნენ და დაიცვან უსაფრთხოების წესები. მან მაგალითად ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოიყვანა, სადაც შეზღუდვები მოხსნეს და მალევე, კოვიდის ახალი ტალღის წინაშე დადგენენ.
"რიცხვები დამაიდებელ შედეგებს გვაჩვენებს, მაგრამ სად წავა ეს რიცხვები დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ ყველა, საკუთარი თავების დასაცავად", - ამბობს ვალენსკი.
ვალნესკიმ, შეხვედრის დროს ასევე უსაფრთხო დაშორების დისტანციაზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ ახალ კვლევაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, სკოლის მოსწავლეებისთვის 1-მეტრიანი დაშორებაც, შესაძლოა, ისეთივე უსაფრთხო იყოს, როგორც 2-მეტრიანი, თუკი ისინი პირბადეებს ატარებენ.
CDC-ის დირექტორი განმარტავს, რომ მას კარგად ესმის, სკოლებისთვის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა რთული გამოწვევა იყო და ისინი მუშაობენ იმაზე, რომ უსაფრთხო გზებით, მოსწავლეებს ეს გამოწვევა მაინც შეუმსუბუქონ.
Facebook Forum