ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთს კიბერთავდასხმაში სდებს ბრალს


უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მან რუსეთის ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა აღკვეთა. უწყების ინფორმაციით, რუსი ჰაკერების სამიზნე, მთავრობის საიდუმლო მონაცემები იყო.

უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ჰაკერების "მიზანი სახელმწიფოს უმაღლესი ინსტიტუტების საიდუმლო მონაცემებზე წვდომის მოპოვება იყო" და თავდასხმაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს სდებს ბრალს.

ოფიციალური კიევი, აქამდეც აცხადებდა, რომ "ჰიბრიდული ომის" ფარგლებში რუსეთი მის წინააღმდეგ მასშტაბურ, ორკესტრირებულ კიბერთავდასხმებს ახორციელებს. კრემლი ბრალდებას უარყოფს. ბრალდებებს არ პასუხობს არც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ბიურო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ თავდასხმა "ეფესბესთან" დაკავშირებულმა, "არმაგედონის" სახელით ცნობილმა ჰაკერთა ჯგუფმა განაოხრციელა. თუმცა, უწყება არ აკონკრეტებს, გამოიწვია თუ არა რაიმე ზარალი ბოლო თავდასხმამ.

მანამდე, უკრაინამ კიდევ ერთი რუსული კიბერთავდასხმის შესახებს თებერვალში განაცხადა. მაშინ თავდასხმა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებების ვებგვერდებზე განხორციელდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG