რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ცდილობს, რომ ნატო - ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი - აგრესორად წარმოაჩინოს, პარალელურად კი ვლადიმირ პუტინი განმარტავს, რომ ვაშინგტონი და კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის ემზადებიან.
„როგორც ჩანს, ისინი ამზადებენ მორიგ ოპერაციას დონბასში და გვაფრთხოელებენ, რომ ხელი არ შევუშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები იქნება,“- აცხადებს პუტინი ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას დასავლეთში მალევე უპასუხეს. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, რეგიონში ერთადერთი აგრესორი რუსეთია.
„ფაქტები ცხადყოფს, რომ რომ ერთადერთი აგრესორი რეგიონში რუსეთია და ამას მოწმობს უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზება და რუსი ლიდერების საბრძოლო რიტორიკა,“ - ამბობს ჯენ ფსაკი.
ასევე ნახეთ: პუტინი - "გარანტიები უნდა მოგვცეთ, ახლავე"აქვე თეთრი სახლის პრესსპიკერმა თქვა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და არ არსებობს საპირისპიროს მტკიცებულება.
პუტინის აგრესიანარევ განცხადებას, გამოეხმაურნენ კიევშიც. უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ სეპარატისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას გეგმავენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, პუტინი „იტყუება“.
პუტინი ცრუობს და დონბასში სეპარატისტებს თავად აძლიერებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დონბასში რუსეთმა „უკანონო ჰუმანიტარული კოლონა შეიყვანა“.
„უკრაინა აგრძელებს სანაქებო თავშეკავების გამოვლენას რუსული პროვოკაციის და აგრესიის წინაშე,“- ამბობს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრუ, რომელიც განცხადების გაკეთებამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ბლინკენმა და ტრუმ, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს და რუსეთის ქმედებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვლადიმირ პუტინის განცხადებებსაც.
ასევე ნახეთ: რუსეთი ომის საბაბის შექმნას ცდილობს - სენატორი რიშიდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია, ხოლო დასავლეთი რუსეთისგან მოსალოდნელ აგრესიას მძიმე ეკონომკური სანქციებით უპასუხებს.
ამერიკის სახელმწიფო დეპრატამენტში აცხადებენ, რომ ენტონი ბლიკენი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ქმედებების საპასუხო ერთობლივი ქმედებების შესახებ შეთანხმდნენ, რაც რუსეთისთვის უპრეცედენტოდ დიდი ეკონომიკური სანქციები იქნება.
ასევე ნახეთ: რუსეთი ნატოსთან მუქარის ენით საუბარზე გადავიდაპუტინი დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის და ამბობს, რომ იანვარში დაგეგმილ შეხვედრებზე პასუხებს ელოდება, იმ მრავალპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც კრემლმა ერთგვარი ულტიმატუმის სახით დასავლეთს წარუდგინა. ვრცელი დოკუმენტის ერთ-ერთი თავი უკრაინასა და საქართველოს ეხება. რუსეთი მოითხოვს ნატომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შეცვალოს, სადაც ნათქვამია რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.
ნატოც და ვაშინგტონიც რუსეთთან დიალოგისთვის მზად არიან. თეთრ სახლში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები საუკეთესო გზაა რთული ვითარებიდან გამოსასვლელად. დიალოგის პროცესს ემხრობა ნატოც, იენს სტოლტენბერგმა, გასულ კვირას კრემლს ნატო-რუსეთის სამიტის ჩატარებისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ: მოსკოვი უსაფრთხოების გარანტიებზე ვაშინგტონის პასუხს ითხოვსმოლაპარაკებების ადგილი ჯერჯერობით უცნობია. პუტინი ამბობს, რომ შესძლოა შეხვედრა ჟენევაში შედგეს. თეთრ სახლშიც ადგილს ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. დიალოგი შედგება, თუმცა დასავლეთში ამბობენ, რომ რომ მოლაპარაკებების ნაწილი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება ვერ და არ იქნება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ამ კვირაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა მიიღებენ და არა რომელიმე სხვა ქვეყანა.