ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირება მომავალი წლის პირველ ნახევარში არ მოხდება


"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის საბოლოო ლიცენზიის გაცემა სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნაწილში არ მოხდება. ამის შესახებ გერმანიის ენერგო-რეგულატორი აცხადებს.

„ბუდესნეტზაგენტურმა“ ნოემბერში გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. რეგულატორი, მილსადენის ოპერატორი კომპანიისგან, გერმანიაში ლეგალური რეგისტრაციის გავლას ითხოვს. რეგულატორის თქმით, მათ არ მიუღიათ საკმარისი დოკუმენტაცია, რათა ხელახლა დაიწყონ სერტიფიცირების პროცესი.

„გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული შემდეგი წლის პირველ ნაწილში“, - განაცხადა ჯოხენ ჰომანმა, რეგულატორის ხელმძღვანელმა.

თუ რეგულატორი საჭირო დოკუმენტებს მიიღებს და სერტიფიცირებას მოახდენს, შემდეგ ევროკომისიას ოთხი თვე აქვს იმისთვის, რომ პროექტი შეისწავლოს და გადაწყვიტოს შეესაბამება ის ევროპულ ენერგო-დირექტივებს თუ არა. ამ კუთხით, პროექტში გაზპრომის როლი შეიძლება პრობლემური გახდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის ენერგო კანონის მიხედვით, მილსადენის ოპერატორი და გაზის მიმწოდებელ არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე კომპანია.

გაზსადენი, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და რომელიც რუსულ გაზს, უკრაინის გვერდის ავლით, გერმანიას მიაწვდის, სექტემბერში დასრულდა. მილსადენის მშენებლობას ვაშინგტონი აქტიურად აპროტესტებდა. უკმაყოფილებას გამოხატავდა ასევე უკრაინა და პოლონეთი. გაზსადენი, კრიტიკოსების განცხადებით, გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და მოსკოვი ამას პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამასთან, კიევი კარგავს გაზის სატრანზიტო ფუნქციას, რაც ქვეყანას შემოსვლის კუთხით, მნიშვნელოვანად აზარალებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG