ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის მომავალ კანცლერს უკრაინის მიმართ მუქარა მიუღებლად მიაჩნია


სამშაბათს, გერმანიის მომავალმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების გადაადგილების გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ საზღვრის გადაკვეთის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება.

“ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი საზღვრების გასავლებად ისტორიის წიგნები არავინ გადაწეროს”, თქვა შოლცმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც სამმხრივი კოალიციური შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შედგა.

“საკმაოდ, საკმაოდ ნათელი უნდა იყოს, რომ უკრაინისადმი მუქარის შემთხვევაში, შესაძლოა ძალიან მიუღებელი ვითარება შეიქმნას”, თქვა შოლცმა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვრები არ უნდა დაირღვეს.

სოციალ-დემოკრატი შოლცი, ბუნდესტაგის ქვედა პალატის მიერ არჩევის შემდეგ, თანამდებობას ოთხშაბათს დაიკავებს. შოლცი გაუძღვება ალიანსს, რომელშიც “მწვანეები” და ლიბერალი თავისუფალი დემოკრატებიც შედიან. ამით დასრულდება ანგელა მერკელის, კონსერვატორების ლიდერობით მოქმედი მთავრობის 16-წლიანი მმართველობა.

მომავალმა ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა, რომელიც “მწვანეების” თანა-ლიდერია, თქვა, რომ “ნორდ სტრიმ 2” მილსადენმა, რომლითაც რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირება უკრაინის გვერდის ავლით უნდა მოხდეს, ჯერ დამტკიცება ვერ მიიღო და ამ საკითხზე პოლიტიკური მსჯელობები გაგრძელდება.

რუსეთის და ასევე ჩინეთის მიმართ, “მწვანეებს” ტრადიციულად უფრო მკაცრი მიდგომა აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG