პრეზიდენტი პრემიერს ერთჯერად უფლებას გადასცემს

პრეზიდენტ მარგველაშვილის ბრძანებულებას ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის შესახებ პრემიერი ღარიბაშვილი ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილი მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას -ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას- ბრძანებულების საფუძველზე პრემიერს ერთჯერადად გადასცემს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დავით პატარაიამ განაცხადა. აღნიშნული ბრძანებულება დღესვე ხელმოსაწერად საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს გადაეგზავნა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა, რომ არაფერი სასკანდალო რეალურად არ ხდება. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს პრემიერს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესაბამისი უფლება ისედაც გააჩნია და მას „არავითარი დამატებითი უფლებამოსილება“ არ სჭირდება.