ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგველაშვილის ვიზიტი ჩეხეთში


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტზე გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ დაგეგმილი ხელმოწერის საქართველოსთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მას ქართველი ხალხის „კულტურული“ და „ისტორიული“ არჩევანი უწოდა.

პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩეხეთში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ბევრ სხვა ოფიციალურ პირთან ერთად, უკრაინის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრ -ანდრეი დეშიცას- შეხვდა. ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ევროპულ კონტინენტზე მშვიდობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, შემაშფოთებელი მდგომარეობაა და ახლა როგორც არასდროს საჭიროა, რომ ევროკავშირი „ძლიერი, ერთიანი და მტკიცე იყოს“. ამ ეტაპზე კი პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში ერთ თვეში დაგეგმილი არჩევნები „ეფექტურად, დემოკრატიულად, მთელ ტერიტორიაზე და მთელი მოსახლეობის ჩართვით“ ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG