საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს თომას მელიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს დემოკრატიზაციის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის თემებს შორის მედიის თავისულება და რეგიონალური უსაფრთხოება იყო. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოს როლზე რეგონის სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.
თომას მელიამ საქართველოს მიმართ ამერიკის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.