ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი რეგიონულ სამიტს მასპინძლობს


საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „თბილისის სამიტი-2014“ გაიხსნა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისი აზერბაიჯანელი და თურქი კოლეგები-ილჰამ ალიევი და აბდულა გიული მონაწილეობენ. სამი რეგიონული ქვეყნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რეგიონის სატრანზიტო კორიდორად ჩამოყალიბება და რომ ამ შესაძლებლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისათვის.

„მსურს ეს გულწრფელი თანამშრომლობა მაგალითი იყოს სხვა ქვეყნებისთვის“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა, რომელმაც სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. თურქმა ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და თქვა, რომ თურქეთი ერთგულია ამ პრინციპებისა.

აზერბაიჯანის პრეზიდნეტი ილჰამ ალიევი კი აცხადებს, რომ სამიტის ფარგლებში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან დისკუსიებს, რაც მას სამივე ქვეყნისთვის შედეგის მომტანი თანამშრომლობის იმედს აძლევს.
XS
SM
MD
LG