თბილისში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები კათალიკოს პატრიარქთან ერთად ესწრებოდნენ.
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებით წვევამდელებს მიულოცა და თქვა, რომ ისინი ახლა ქვეყნის სამსახურში დგებიან და როგორც ჯარისკაცები, უდიდესი პატივის და პასუხისმგებლობის ტარებას იწყებენ.
მან თქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გაფრთხილება ყველა მოქალაქის ვალია. ქვეყანამ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, საკუთარი სუვერენიტეტი უნდა დაიცვას.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საზოგადოებისადმი და სამხედროებისადმი მიმართვაში თქვა, რომ „დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება.“
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დროებით საოკუპაციო ზოლში აღმოჩნდნენ და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს გადაუხვევს მის მიერ არჩეულ დემოკრატიის გზიდან, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს.
თავდაცვის მინიტრმა ალასანიამ თქვა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის ეს არის პირადი ზეიმი, რადგან სწორედ ისინი დგანან სამშობლოს თავისუფლების სადარაჯოზე.