ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას განცხადებას „რეალურს“ და „ადეკვატურს“ უწოდებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების ლიდერის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ოთხშაბათს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე სააგენტო როიტერის ჟურნალისტის კითხვაზე: იმოქმედებს თუ არა უკრაინის კრიზისი ნატოს გაფართოების გეგმაზე და ალიანსში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებაზე, პრეზიდენტმა ობამამ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ნატოს დაუყოვნებლივი გაფართოება არ იგეგმება.
პრემიერის თქმით, "ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში. ყოველთვის რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და მოცემულება. ის რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატოს გაფართოება“. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის მიზნებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ აუცილებელია მოსახლეობას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს და არა „მცდარი მოლოდინები“, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, როცა მოლოდინის „ხელოვნურად აწევა“ ხორციელდებოდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს აღებულ რეფორმატორულ კურსს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის დაწინაურებას ისახავს მიზნად.