წლებია ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს, თუმცა ვაშინგტონის მოწოდებებისა და სანქციების მიუხედავად, ევროპულმა სახელმწიფოებმა არათუ შეამცირეს, შეიძლება ითქვას გაზარდეს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, რამაც როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში ამბობენ, ევროპული სახელმწიფოები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„ევროპამ თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო და ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს დაეხმაროს მათ ამ სახიფათო მდგომარეობიდან გამოსვლაში“, თქვა სენატში გამოსვლის დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამოს ჰოჩშტეინმა.
Your browser doesn’t support HTML5
აღნიშნული რთული მდგომარეობა იმაში გამოიხატება, რომ რუსულ წიაღისეულ საწვავზე ეს დამოკიდებულება ევროპას უკრაინაში რუსეთის ომზე რეაგირებისას სუსტ პოზიციაში აყენებს. ექსპერტები პარადოქსად აფასებენ იმას, რომ სანქციების პარალელურად ევროპა რუსეთის ხაზინაში ყოველდღიურად მილიონობით ევროს რიცხავს ბუნებრივი აირისა და ნედლი ნავთობის საყიდლად.
energyandcleanair -ის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის პირველი 100 დღის განმავლობაში, მოსკოვმა ენერგორესურსებით 93 მილიარდი ევრო მიიღო. თანხის 61%, დაახლოებით 57 მილიარდი ევრო, ევროპამ გადაიხადა.
ანგარიშის თანახმად, უმსხვილესი იმპორტიორები:
- ჩინეთი 12.6 მილიარდი ევრო
- გერმანია 12.1 მილიარდი ევრო
- იტალია 7.8 მილიარდი ევრო
- Ნიდერლანდები 7.8 მილიარდი ევრო
- თურქეთი 6.7 მილიარდი ევრო
- პოლონეთი 4.4 მილიარდი ევრო
- საფრანგეთი 4.3 მილიარდი ევრო
- ინდოეთი 3.4 მილიარდი ევრო
„მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ქვანახშირის მრავალი წყარო არსებობს, მაგრამ ევროპამ საკუთარ თავს საშუალება მისცა რუსეთზე 40-45%-ით დამოკიდებული ყოფილიყო. მათ კარგად იცოდნენ, თუ როგორ გამოიყენებდა რუსეთი ამ გეოპოლიტიკურ ძალას საკუთარი მიზნებისთვის. აშკარაა, რომ დღეს როცა რუსეთს აქვს არაპროვოცირებული, სასტიკი ომი უკრაინაში, სახეზეა ომის დანაშაულები, ევროპას ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია“, - ამბობს სენატორი რონ ჯონსონი, რესპუბლიკური პარტიიდან.
უკრაინაში რუსული ომის დაწყებიდან ეკონომისტების შეფასებით ევროპამ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება „მოკრძალებულად“ 15 პროცენტით შეამცირა.
ჩინეთმა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი გაზარდა, „მოკრძალებულად“ შეამცირა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება გერმანიამ. ამერიკამ სრულად შეწყვიტა, ლიტვამ ფინეთმა და ესტონეთმა დამოკიდებულება 50% შეამცირეს. იმპორტი გაზარდა საფრანგეთმა და ინდოეთმაც. ეკონომისტების შეფასებით ინდოეთი დღეს რუსეთისგან ნედლი ნავთობის ექსპორტის 18 პროცენტს ყიდულობს.
Your browser doesn’t support HTML5
„რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულმა ომმა, უკრაინაში საბედნიეროდ დაასრულა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”, მაგრამ ასევე ცხადად გამოჩნდა, ის მნიშვნელოვანი გავლენა, რომელიც რუსეთს აქვს ევროპაზე რუსული გაზისა და ნავთობის ექსპორტის საშუალებით. ევროპამ უნდა იმუშაოს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დასასრულებლად“, - ამბობს დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.
„რთულ“ მდგომარეობაში მყოფი ევროპის დახმარებას ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს. გასულ კვირას სენატში სპეციალური სხდომა გაიმართა, სადაც გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
„ახლა ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ და ვნახოთ რამდენად სწრაფად შეგვიძლია გაზის გადატანა ევროპაში. ეს ყველაზე რთული ამოცანაა. პირველი წელი ძალიან რთული იქნება. ზაფხული ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ამ დროს უნდა შევქმნათ გაზის მარაგები და რეზერვები ევროპაში,“ - თქვა ჰოხშტეინმა.
Your browser doesn’t support HTML5
ვაშინგტონის მიზანია დაეხმაროს მოკავშირეებს და ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი აირის გადატანა დროულად მოხდეს. დრო ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკიდან, ყატარიდან და ავსტრალიიდან ევროპამ გათხევადებული გაზი ზამთრამდე უნდა მიიღოს. განიხილება სხვა ალტერნატიული გზებიც.
„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევას მთელს მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა შეძლონ და შეამცირონ საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო გაზის მარაგებში მოთავსება და ეს ნაწილი ევროპისკენ გადაამისამართონ,“ - ამბობს ჰოჩშტეინი სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
Your browser doesn’t support HTML5
25 მარტს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვან დერლაინმა თქვეს, რომ შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ჯგუფი მას შემდეგ აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ბაზრების მოძიებაც.
„რუსულ წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნის შემცირების ყველაზე ეფექტური გზა, წიაღისეულზე დამოკიდებულების შემცირებაა. პრეზიდენტმა ნათლად თქვა რომ საჭიროა განახლებად ენერგიაზე გადასვლა. ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ რათა ამ მიზანს მივარწიოთ. ევროპა ამ მიმართულებით 56 მილიარდ ამერიკულ დოლარს დახარჯავს“, - თქვა ჰოჩშტეინმა.
ასევე ნახეთ: პოლონეთში ნატოს სამხედრო წვრთნების დროს საჰაერო თავდაცვითი სისტემები გამოცადესევროპული სახელმწიფოები დღეს კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ რათა ჯერ შეამცირონ შემდეგ კი სრულად შეწყვიტონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება, დემოკრატი სენატორი შაჰინი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, რადგან რუსეთის „ომის მანქანა“ გაცილებით ნაკლებ შემოსავალს მიიღებს.
ევროპა ამერიკის დახმარებით ცდილობს მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვასაც. სუფთა ენერგიაზე გადასვლა ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტია. ამ გზით, დასავლეთი ფიქრობს, რომ შეწყდება რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება და შემცირდება ემისიებიც.
ამერიკა ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე მუშაობას აგრძელებს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალისხმევა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. სენატორ შაჰინის თქმით ამერიკას სურს „ შემცირდეს მათი დამოკიდებულება რუსულ ნავთობზე და ხელი შეეშალოს პუტინს სურვილს დაშალოს ევროპული ერთიანობა და ჩამოაცილოს ევროპას ასპირანტი ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება“