უკრაინაში რუსული ომის პარალელურად ნატომ პოლონეთში სამხედრო წვრთნები გამართა, რომელშიც 17 მოკავშირე ქვეყნა ღებულობდა მონაწილეობას. „რამშტეინ ლეგასი 22“-ის ფარგლებში საჰაერო თავდაცვითი სისტემები გამოცადეს და მასში 17 საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თვდაცვითი სისტემა იყო გამოყენებული. წვრთნებში მონაწილეობდა 50 თვითმფრინავი.
„ტექნიკური საკითხები ხშირად რთულია. თქვენ იცით, რომ საჰაერო თავდაცვა სარაკეტო მეცნიერებაა და მას ტექნიკური ცოდნა სჭირდება. ბევრი დეტალია, რომელიც ერთობლიობაში მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის წვრთნებში სწორედ ამაზე ვმუსაობთ. ნატოს სტანდარტული დოქტრინა და ჩვენი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები გვაძლევს საშუალებას ერთიანად ვიმოქმედოთ“, - ამბობს წვრთნებში მონაწილე ბრიტანელი სამხედრო გრეჰემ ტეილორი.
წვრთნების დროს, ქალაქ უსტაკაში, გამოყენებული იყო „სტარსტრეიკის“ სარაკეტო სისტემაც. წვრთნებში კი ჩართულნი იყვნენ ჩეხი, ფრანგი, პოლონელი, სლოვაკი და ბრიტანელი სამხედროები.
„ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ერთობლივ წვთნებს, თუმცა რუსეთის უკრაინაში ბოლო შეჭრამ აქცენტი ნამდვილად გაზარდა. ეს ყველასთვის არის ახალი მიზანი. შეახსენებს ხალხს, რომ არსებობს საფრთხეები, რომლებიც ამ შემთხვევაში რუსეთიდან მომდინარეობს.
ეს არის ალიანსის, ნატოს, მოკავშირეების სიძლიერის დემონსტრირება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთად გაცილებით დიდი ძალა გვაქვს ვიდრე რუსეთს“, - ამბობს დიდი ბრიტანეთის არმის პოლკოვნიკი გრეჰემ ტეილორი.
წვრთნები პოლონეთში 6-10 ივნისს გაიმართა. გთავაზობთ ექსკლუზიურ კადრებს პოლონეთიდან, რომლებსაც ნატო ავრცელებს.
Facebook Forum