გერმანიის მთავრობის სპიკერი უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ მიმდინარე კვირაში, საფრანგეთის პრეზიდენტთან და იტალიის პრემიერ მინისტრთან ერთად, კანცლერი შოლცი კიევში ვიზიტს გეგმავს.
ონლაინ გამოცემა „ფოკუსმა“, იტალიურ ფამოცემა „ლა სტამპაზე” დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამი ევროპელი ლიდერი კიევში ვიზიტს ხუთშაბათს გეგმავს.
ოლაფ შოლცი იმ ლიდერებს შორისაა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, კიევს ოფიციალური ვიზიტით არ სწვევია. ამასთან, უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გაგზავნაზე სიფრთხილის და ზოგ შემთხვევაში უარის თქმით გამო, შიოლცი კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გახდა. გერმანიის კანცლერმა უარო კრიტიკა იმის შესახებ, რომ ბერლინი მიმდინარე კრიზისში ლიდერობას არ იჩენს.
კანცლერის ნაბიჯები იმედგაცრუებას იწვევს თავისივე კოალიციურ პარტნიორებში. მათი თქმით, უკრაინის საკითხებში შოლცის ლიდერობის ხარვეზები და შიდა განხეთქილება, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ერთიანობას რისკის ქვეშ აყენებს.