ჩინეთი ამბობს, რომ ჯედაში მოლაპარაკებებმა უკრაინაზე "საერთაშორისო კონსენსუსის კონსოლიდაციას" შეუწყო ხელი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ამ უქმეებზე გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებები წარმატებული იყო "უკრაინის კრიზისის თაობაზე სამშვიდობო გადაწყვეტის მონახვის გზაზე საერთაშორისო კონსენსუსის კონსოლიდირებისთვის".

ქალაქ ჯედაში მოლაპარაკებებისთვის 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა. მათ შორი იყვნენ ჩინეთის, ინდოეთის, ამერიკის და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. რუსეთი შეხევდრაში არ მონაწილეობდა.

ასევე ნახეთ: აშშ-ის დაზვერვა: ჩინეთი რუსეთს სავარაუდოდ სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდის

პეკინმა საუდის არაბეთში ევრაზიის საკითხებში ყოფილი წარმომადგენელი და რუსეთში ქვეყნის ყოფილი ელჩი ლი ჰუი გაგზავნა. ის მაისში 6 ევროპულ ქვვეყანაში იმყოფებოდა და უკრაინაში ომის დასრულების გზებს განიხილავდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლის ჰქონდა სიღრმისეული საუბრები "უკრაინის კრიზისის ყველა მხარესთან" და ყველა მხარის პოზიციები და შეთავვაზებები მოისმინა. სამინისტრო აცხადებს, რომ ყველამ დადეებითად შეაფასა შეხვედრაში ჩინეთის მონაწილეობა და პეკინის "დადებითი როლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფასილიტაციისთვის". პეკინი პირობას დებს, რომ განაგრძობს მის მიერ თვეების წინ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის თაობაზე "ორმხრივი ნდობის" შექმნაზე მუშაობას.

ასევე ნახეთ: იტალიას ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის დატოვება სურს

ანალიტიკოსების აზრით, შეხვედრაში ჩინეთის მონაწილეობა მაშინ, როცა პეკინს ამ დრომდე არ დაუგმია მოსკოვის შეჭრა უკრაინაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მან სრულად აქცია ზურგი რუსეთს. პეკინის სამშვიდობო გეგმის მიმართ ვაშინგტონი და ნატო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

ქალაქ ჯედაში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებები უკრაინის მხრიდან დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი იყო იმისთვის, რომ გაეფართოვვებინა მხარდაჭერა "გლობალური სამხრეთის" იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ამ დრომდე კონფლიქტში მონაწილე რომელიმე ქვეყნის მხარდაჭერისგან თავს იკავებდნენ.