აშშ-ის ახელმწიფო მდივნის განცხადებით, როცა საქმე „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებას ეხება, „ბრძოლა დასრულებული ჯერ არ არის“.
ენტონი ბლინკენმა განცხადება საუდის არაბეთში, „აისისის“ დამარცხების გლობალური კოალიციის მინისტერიალზე, საუდის არაბეთში გააკეთა. კოალიციას 80 წევრი ჰყავს და ბლინკენის განცხადებით, ამ ჯგუფმა გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწია. მისი თქმით, კოალიცია ფართომასშტაბიანი ტერორისტული თავდასხმების პრევენციას ახდენს, დაამარცხა ჯგუფის წარმომადგენლების ნაწილი ერაყსა და სირიაში, წარმატებულია ლიდერების ლიკვიდაციის ოპერაციები.
ასევე ნახეთ: ბლინკენი შესაძლოა ჩინეთს ეწვიოსსახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, კოალიციის წარმომადგენლებთან ასევე განიხილა აფრიკასა და ავღანეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ მოკავშირეების საკითხი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს და ავღანეთი, ტერორისეტების უსაფრთხო თავშესაფრად კვლავ არ იქცეს.
მანამდე, სახელმწიფო მდივანმა, პირისპირ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივ საკითხებთან ერთად, გლობალურ და რეგიონულ პრობლემებზე იმსჯელეს.