ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩმონდში მასობრივ სროლას 2 ადამიანი ემსხვერლა


რიჩმონდში, ვირჯინიის შტატში, ოთხი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა, საშუალო სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე, ორი ადამიანი მოკლა და ხუთი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, დაკავებული ეჭვმიტანილი 19 წლის მამაკაცია, რომელიც ერთ-ერთ მსხვერპლს იცნობდა. ეჭვმიტანილმა მას მაშინ ესროლა, როცა გამოსაშვებ საღამოზე შეკრებილ ხალხთან ერთად, ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის კამპუსის თეატრიდან გამოდიოდა.

რიჩმონდის პოლიციის ხელმძღვანელის, რიკ ედვარდსის განცხადებით, სხვა დანაშაულებთან ერთად, ეჭვმიტანილს ბრალს მეორე ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენებენ: „ცხადია, ეს უსაფრთხო სივრცე უნდა ყოფილიყო. უბრალოდ, წარმოუდგენლად ტრაგიკულია, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, იარაღი მოიტანოს და ჩვენს საზოგადოებაში შიში დათესოს“, - თქვა პოლიციის უფროსმა.

ედვარდსის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ორი, 18 და 36 წლის მამაკაცი. მან არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლულები მამა-შვილი იყვნენ. სროლის დროს ასევე დაშავდნენ 14, 32, 55 და 58 წლის მამაკაცები. ამასთან, სროლის შედეგად გამოწვეული ქაოსისას, ავტომობილის დაჯახების შედეგად დაშავდა 9 წლის გოგონა.

ბოლო ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს შეერთებულ შტატებში მომხდარი 279-ე მასობრივი სროლაა.

XS
SM
MD
LG