ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი შესაძლოა ჩინეთს ეწვიოს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს კვირებში შესაძლოა ჩინეთში გაემგზავროს, ოფიციალური ვიზიტით. მან რამდენიმე თვის წინ დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა მას შემდეგ, რაც ამერიკის საჰაერო ძალებმა საეჭვო ჩინური სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს, რომელიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაფრინავდა.

ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ბლინკენის ვიზიტზე ისაუბრა, მისი პეკინში ჩასვლის თარიღი არ დაასახელა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დაადასტურა რაიმე კონკრეტული გეგმა. დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ამერიკის პირველი დიპლომატის ჩინეთში გამგზავრების გეგმა არ არსებობს, თუმცა “როგორც ადრე ვთქვით, ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაიგეგმება, როდესაც პირობები ამის საშუალებას მოგვცემს.“

XS
SM
MD
LG