ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, განსაკუთრებით ისეთ შტატებში, სადაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დავარდა ჰაერის ტემპერატურა და მოქალაქეები უფრო დიდ დროს ატარებენ დახურულ სივრცეში.
ასევე ნახეთ: პრეზიდენტი ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანესმხოლოდ ერთ დღეში დაახლოებით 50 000 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა - კენტუკიში, მინესოტაში, მონტანასა და ვინსკონსინში. ბოლო 7 კვირის განმავლობაში ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. გასულ კვირას ინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კენზასში, ნებრასკაში, ნიუ-ჰემპშირში, სამხრეთ დაკოტასა და ვაიომინგში.
ასევე ნახეთ: მადრიდში შეზღუდვები თავიდან შემოიღესამ მონაცემებს სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს, მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ ამერიკის 18 შტატში მონაცემები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ერთ-ერთი ასეთი ნიუ-იორკია. თუმცა, ამის მიუხედავად არ არის გამორიცხული ნიუ-იორკში შეზღუდვების ნაწილი თავიდან ამოქმედდეს.
ასევე ნახეთ: 1 002 628 - კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა მსოფლიოშიქალაქ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ თქვა, რომ უნდა დაიხუროს ზოგიერთი ბიზნესი და სკოლები 9 უბანში. თუმცა ნიუ-იორკის მერის ეს გადაწყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ მერის პოზიციას შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო გაიზიარებს.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ტემპერატურის ვარდნასთან ერთად ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს იმის გამო, რომ ადამიანები უფრო მეტ დროს დახურულ სივრცეში ატარებენ, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ბოლო კვირების განმავლობაში კი ამერიკის სხვადასხვა შტატში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვანად, 10 გრადუსამდე, დაეცა.
ასევე ნახეთ: პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეაჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 დაუდასტურდა დაახლოებით 7.5 მილიონ ადამიანს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 209 000 აღემატება.