ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"შემდეგი პანდემიისთვის ახლა უნდა მოვემზადოთ" - ჯანმოს ხელმძღვანელი


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კოვიდ-19-ის პანდემიამდე, არც ერთ კრიზისს არ წარმოუჩენია რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა გაერო.

ტედროს გებრეისუსმა ამის შესახებ, ჟენევის გაეროს ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გაეროს საიუბილეო 75-ე გენერალური ასამბლეა, პანდემიის ფონზე, თითქმის სრულად ონლაინ რეჟიმში იმართება.

გებრეისუსს, გაერთანებული ერების ორგანიზაციის წევრებისთვის, სამი ძირითადი გზავნილი აქვს:

"თავდაპირველად, პანდემიამ კიდევ უფრო მოტივირებული უნდა გაგვხადოს, ჩვენი მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესასრულებლად. მეორე, შემდეგი პანდემიისთვის, ახლა უნდა მოვემზადოთ და მესამე, შეუძლებელი უნდა შევძლოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თანასწორი წვდომა დიაგნოსტიკაზე, თერაპიასა და ვაქცინებზე" - აცხადებს გებრესიუსი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის გლობალური მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 31 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 965 000-ზე მეტი გარდაცვლილია. აშშ, ინფიცირების და გარდაცვალების პირდაპირი მაჩვენებლით ლიდერ პოზიციაზეა - 6,8 მილიონი დადასტურებული ინფიცირებით და 200 000 გარდაცვალებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG