ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი საავადმყოფოში გადაიყვანეს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპს კოვიდ-19-ის "მსუბუქი სიმპტომები" აღენიშნებოდა და "უსაფრთხოების მოსაზრებით" შუადღეს, ვერტმფრენით, მერილენდის შტატში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა მოკლე ვიდეო "ტვიტერზეც" გამოაქვეყნა. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ის კლინიკაში რამდენიმე დღეს დაჰყოფს. მას და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, კოვიდ-19 ამ დილით, ძალიან ადრე, 12:54-ზე დაუდასტურდა.

შექმნილი ვითარება ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ რონალდ რეიგანს ესროლეს. 2020 წლის საყოველთო არჩევნების ირგვლივ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG