"ჩვენ არ გვაქვს სურვილი ცივი ომის ან თუნდაც ცხელის რომელიმე ქვეყანასთან,"- ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გააკეთა. გამოსვლის დროს მან აღნიშნა, რომ ჩინეთს სურს გლობალური განვითარება.
"ჩვენი მიზანია გლობალური ეკონომიკური აღორძინება, ვაგრძელებთ მუშაობას, როგროც გლობალური მშვიდობის შექმნაში, ასევე განვითარების ხელშეწყობაში. ჩინეთი მხარს უჭერს გლობალურ განვითარებას და არის საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის დამცველი,"- თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა გაეროში გამოსვლის დროს.
მანვე ყურადღება გაამახვილა პანდემიაზეც და თქვა, რომ ახლა მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს კოვიდ19-თან ბრძოლაში.
"ვირუსი დამარცხდება და კაცობრიობა გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ყველა რესურსის მობილიზება, ჩვენ უნდა შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება და მივცეთ მეცნიერებს მუშაობის საშუალება. არ უნდა დარჩეს მკურნალობის გარეშე არცერთი ადამიანი და ჩვენ ყველა მათგანის გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ. უნდა მივიღოთ სრულყოფილი და გრძელვადიანი კონტროლის ზომები. ჩვენ უნდა გავხსნათ სკოლები და ბიზნესები, შევქმნათ სამუშაო ადგილები და აღვადგინოთ ეკონომიკა წესების დაცვით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, არამედ ხელი უნდა შევუწყოთ გლობალური ეკონომიკის გაუმჯობესებას.
ჩინეთი მკაცრად უარყოფს წარმოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი მთავარი როლი საერთაშორისო საქმეებში,"- განცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
Facebook Forum