ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: ირანზე სანქციების აღდგენა ახლა არ მოხდება


ანტონიო გუტერეში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ არ უჭერს მხარს ირანზე საერთაშორისო სანქციების აღდგენას. ამას გაეროს უშიშროების საბჭოსგან შეერთებული შტატები ითხოვდა. ინფორმაციას დღეს სააგენტო "ასოშეითიდ პრესი" ავრცელებს.

შაბათს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ 2006 წელს გეროს მიერ დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქცია აღადგინა. 2015 წლის ბირთვული შეთანხმების დანარჩენი მონაწილეები ვაშინგტონის ამ ნაბიჯს არალეგალურად თვლიან.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ თეირანის მხრიდან 2015 წლის ბირთვული განიარაღების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი დარღვევები ფიქსირდება. ამ საბაბით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონი 2018 წელს, შეთანხმებიდან გავიდა. აღნიშნული ხელშეკრულება ირანს ბირთვული აქტივობების შეზღუდვის სანაცვლოდ, საერთაშორისო სანქციებს უხსნიდა.

გაეროს 75-ე გენერალული ასამბლეის სხდომების ფარგლებში, დღეს ნიუ-იორკში უმაღლესი დონის შეხვედრები დაიწყო. ასამბლეა წელს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, ძირითადად ვირტუალურად მიმდინარეობს. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან დიდი უმრავლესობა ვაშინგტონის მიერ ცალმხრივად სანქციების აღდგენას უკანონოდ თვლის და მას არ ემხრობა. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ასამბლეას არ ესწრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG