ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეას არ დაესწრება


თეთრი სახლის წარმომადგენელმა მარკ მიდოუსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას არ დაესწრება. ასამბლეის გენერალური დებატები მომავალ კვირას გაიმართება.

მიდოუსმა განცხადება პრეზიდენტის თვითმფრინაში "ეარ ფორსზე" ყოფნის დროს გააკეთა, როდესაც ის ტრამპის წინაასარჩევნო კამპანიისთვის უისკონსინში მიფრინავდა.

ორგანიზაციის ყოველწლიურ ასამბლეაზე მსოფლიოს ლიდერები იკრიბებიან. თუმცა, წელს, ასამბლეა კოვიდ 19-ის გამო სხვა ფორმატით ჩატარდება.

სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების უმეტესობა წელს გაეროს ასამბლეაზე ფიზიკურად ჩასვლის მაგივრად, წინასწარ ჩაწერილ ვიდეოებს აგზავნის.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას სურს დიდი 7-იანის შეხვედრას უმასპინძლოს. თუმცა, პანდემიის გამო, ამ შეხვედრის ბედიც ჯერ უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG