რა მოელის მსოფლიოს თუ საბერძნეთი ევროზონას დატოვებს?

საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა მტკივნეულად აისახება იტალიასა და ესპანეთზე.

საბერძნეთის ეკონომიკა ევროზონის ეკონომიკის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს, თუმცა თუ ათენი ევროზონიდან გამოვა, ეს მთელი მსოფლიოს მდგომარეობაზე აისახება.

ცამეტი წლის განმავლობაში ევროზონა ჯერ არცერთ ქვეყანას არ დაუტოვებია. თუმცა ანალიტიკოსების აზრით, საბერძნეთი შესაძლოა ამ მხრივ პირველი ქვეყანა გახდეს.

თუ საბერძნეთი ევროზონიდან გაიწვიეს, საბერძნეთის ვალის გამო, ევროპის ქვეყნების და ბანკების ფინანსური დანაკარგი $ 1.3 ტრილიონ დოლარამდე მიაღწევს.

ანალიტიკოსების განცხადებით, საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა ასევე მტკივნეულად აისახება იტალიასა და ესპანეთზე და გამოიწვევს არეულობას მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე.