ბინ ლადენის ოჯახმა პაკისტანი დატოვა

ბინ ლადენის ოჯახის საუდის არაბეთში დეპორტაცია მათი მოთხოვნის შესაბამისად მოხდა.

პაკისტანის ხელისუფლებამ ოსამა ბინ ლადენის ოჯახი საუდის არაბეთში გააგზავნა.

დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ბინ ლადენის სამი ქვრივი და მათი შვილები ხუთშაბათს ისლამაბადის აეროპორტში საუდის არაბეთის თვითმფრინავში ჩასვეს. საუდის არაბეთის ხელისუფლებას ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ერთი თვის წინ პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბინ ლადენის ქვრივებს და მის ორ ქალიშვილს, ქვეყანაში არაკანონიერი ყოფნის გამო 45 დღე პატიმრობა მიესაჯათ.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბინ ლადენის ოჯახის საუდის არაბეთში დეპორტაცია მათ მოთხოვნის შესაბამისად მოხდა.