ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა წერია ბინ ლადენის დოკუმენტებში?


აღნიშნული დოკუმენტი არაბულ ენაზეა და 17 ნაწილისგან შედგება, რომელიც 175 გვერდს მოიცავს.

ნელი ლაჰუდი გამოქვეყნებული დოკუმენტების ერთ-ერთი ავტორია. მისი თქმით, შესწავლილი ინფორმაციის თანახმად, კარგად ჩანს ბინ-ლადენის ძლიერი კავშირი ალ-ყაიდასთან და მის მოკავშირეებთან:

“ბინ ლადენი თავის დროზე ჯიჰადის ჯგუფის მეშვეობით მოქმედებდა; მისი მოქმედება ყოველთვის დიდ რისკს მოითხოვდა, მაგრამ ამავე დროს, მტკიცე იდელოგიითა და ენთუზიაზმით იყო გაჯერებული.”

აღნიშნული დოკუმენტი არაბულ ენაზეა და 17 ნაწილისგან შედგება, რომელიც 175 გვერდს მოიცავს. მასში ძირითადად ბინ-ლადენისა და მისი თანამოაზრეების მიმოწერაა წარმოდგენილი. ყველაზე გრძელი და დიდი ის სამი წერილია, რომელიც ბინ ლადენმა 2010-2011 წლებში თავადვე დაწერა.

დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ ბინ ლადენი თავის მოკავშირეებს შეერთებულ შტატებზე გალაშქრებისაკენ მოუწოდება.

“ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მეტაფორა, რომელსაც ბინ ლადენი იყენებს, ე.წ არძლიანი ხეა. მას ამ ხის ძირზე სურს ყურადღების გამახვილება, რომელშიც ის შეერთებულ შტატებს ხედავს. ხის ტოტები შტატებად წარმოუდგენია, რომლებიც მუსლიმური რეჟიმის მტერია. ამერიკის გარდა ყველაზე დიდ საშიშროებას ის ნატოსა და დიდ ბრიტანეთში ხედავს,-” აღნიშნავს ექსპერტი ლაჰუდი.

ერთ-ერთი წერილში ალ-ყაიდა, სომალიში დაფუძნებულ მოკავშირის - ალშაბაბის მიმართ გაგზავნილ უარს გამოხატავს. მაშინ ალშაბაბი ბინ ლადენისაგან ერთგვარ თანხმობას ითხოვდა დამოუკიდებელ ისლამურ სახელმწიფოდ აღიარებისათვის.

ახლადგამოქვეყნებული დოკუმენტების მეორე ავტორი - სტუარტ ქაუდილი, ამბობს რომ წარმოდგენილ მასალაში არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ მოიძებნება ირანსა და ალ-ყაიდას შორის არსებული თანამშრომლობის თაობაზე:

“ურთიერთობის ამსახველი არანაირი მასალა არ ჩანს. მხოლოდ ერთი, რაც პაკისტანის სადაზვერვო სამსახურმა აღმოაჩინა, ეს არის მონიტორინგზე თავის არიდება.”

ამასთანავე ექსპერტი ლაჰუდი დასძენს, რომ ბინ ლადენი როგორც ჩანს, დადებითად იყო განწყობილი არაბული გაზაფხულის მიმართ. მისი მკვლელობიდან რამდენიმე დღით ადრე, მან განათლებისა და მედიის პროპაგანდისაკენ მოუწოდა, იმისათვის რომ ჯიჰადისათვის ახალი მნიშვნელობა შეეძინა.

ერთ-ერთ წერილში ამერიკაში დაბადებული ადამ გადაჰი, რომელიც თავის თავს ამერიკულ ალ-ყაიდას უწოდებს, მოკავშირე ტერორისტულ ჯგუფებს მოუწოდებს, ჩამოშორდნენ ალ-ყაიდას სხვა დაჯგუფებებს, რომლებიც ალ-ყაიდას სახელით თავდასხმებს აწყობენ. გადაჰი, ასევე სთავაზობს პარტნიორებს ყოველწლიურად აღნიშნონ 2001 წლის 11 სექტემბერი, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე განხორციელებული თავდასხმების დღე. მსგავსი ტერორისტული თავდასხმების განმეორებას ბინ ლადენი კიდევ დიდ ხნის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ ვერასდროს ვეღარ შეძლო.

XS
SM
MD
LG