ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ-ლადენი -დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო


ოსამა ბინლადენის ბოლო ადგილსამყოფელი ქალაქი აბოთაბადი იყო, რომელიც ახლა ნანგრევებადაა ქცეული. ქალაქში ალაგ-ალაგ შემორჩენილი მოსახლეობა იმ ღემეს იხსენებს, როცა ამერიკულმა სპეცდანიშნულების რაზმმა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ოსამა ბინ-ლადენი მოკლა.

„აივანზე გამოსულმა დავინახე თუ როგორ აფეთქდა ვერტმფრენი, მას კიდევ ორი მოჰყვა...“

ავღანეთში ამერიკული საჯარისო ნაწილების შეჭრის შემდეგ, ალ-ყაიდას ლიდერი ოსამა ბინ-ლადენი სამი ცოლით და შვილებით საცხოვრებლად პაკისტანში, ვაზირისტანის რეგიონში გადავიდა.

მოგვიანებით, ბინ ლადენის საცხოვრებელი პაკისტანის ხელისუფლებამ ძირფესვიანად გაანადგურა. ყოფილი არმიის ოფიცერი - შაუკატ ყადირის თქმით ყველაზე რთული არა მისი სახლის დანგრევა იყო, არამედ მისი იდელოგიის მოსპობა აღმოჩნდა.

„პაკისტანელ თალიბებს კავშირი ალ-ყაიდასთან აქვთ, ისინი სამხრეთ პუნჯაბშიც არიან, ასე რომ პაკისტანს დიდი პრობლემა აქვს.“

ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ პაკისტანის ხელისუფლება ყოველთვის გარეშე ძალებს აბრალებენ შიდა წარუმატებელ პოლიტიკას.

ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმის შემდეგ, რელიგიური ჯგუფები სამხედრო ძალებს ამოეფარნენ. ეს ოპერაცია, მაშინ პაკისტანის სუვერენიტეტის უხეშ შელახვად შეფასდა.

ნდობის აღდგენის მიზნით, თვეების განმავლობაში, შეერთებულ შტატებსა და პაკისტანს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება უშედეგო აღმოჩნდა. პაკისტანის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცერი ასად მუნირი აღნიშნავს:

„არ მგონია ვითარება ისე გამწვავდეს, როგორც ეს ადრე იყო; თუმცა ურთიერთობას გაუმჯობესება ნამდვილად უნდა და თუ ისინი სარეთო ენას ვერ გამონახავენ, მაშინ თეთრი სახლის მიერ შემუშავებულ სატრატეგიას განხორციელება არ უწერია.“

ექსპერტების აზრით, ახლა როცა ბინ-ლადენი საშიშროებას აღარ წარმოადგენს, მთავარი პრობლემა, პაკისტანისა და ავღანეთის მეამბოხური ჯგუფების მიერ ალ-ყაიდას ლიდერის დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ აღიარებაა.


XS
SM
MD
LG