ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ


პრეზიდენტმა ობამამ შესაბამის სამსახურებს მოსთხოვა, ყველა ზომა გაატარონ იმისთვის, რათა ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება დაიცვან.

ხუთშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბინ ლადენის სიკვდილიდან ერთი წლისთავზე, არანაირ ინფორმაციას არ ფლობს აშშ-შ0 ალ ყაიდას მიერ დაგეგმილი ტერორისტულ აქტების შესახებ.

თეთრი სახლის პრესცენტრმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ მოიპოვება ინფორმაცია, რაც ალ ყაიდას ან მსოფლიოს რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების გეგმას უკავშირდება.

ამ ფონზე პრეზიდენტმა ობამამ შესაბამის სამსახურებს მოსთხოვა, ყველა ზომა გაატარონ იმისთვის, რათა ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება დაიცვან.

პარასკევს გამთენიისას ბინ ლადენის ოჯახი პაკისტანიდან საუდის არაბეთში გადაიყვანეს. დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით, ბინ ლადენის სამი ქვრივი შვილებთან ერთად ისლამაბადის აეროპორტში სპეციალურ თვითმფინავში ჩასვეს. ინფორმაცია საუდის არაბეთში მათი ადგილსამყოფელის შესახებ უცნობია.

XS
SM
MD
LG