ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის ოჯახს პაკისტანიდან აძევებენ


ალ-ყაიდას ყოფილი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის სამ ქვრივს და ორ ქალიშვილს პაკისტანის სასამართლომ ქვეყანაში უკანონოდ ცხოვრების ბრალი წაუყენა და 45 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე სასამართლომ მათი დეპორტაცის განაჩენიც გამოიტანა. ასევე თითოეული მათგანი 110 დოლარით დაჯარიმდა. ბინ ლადენის ორი საუდელი და ერთი ეიმენელი მეუღლე ათ შვილთან ერთად პაკისტანში მას შემდეგ იმყოფება, რაც ბინ ლადენი 2011 წლის 2 მაისს ამერიკულმა სპეცრაზმმა მოკლა. შეერთებულმა შტატებმა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია პაკისტანის ტერიტორიაზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე ჩაატარა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.

XS
SM
MD
LG