გერმანიის მთავრობამ შეერთებული შტატებისგან 75 ახალი ფრთოსანი რაკეტის JASSM-ER შეკვეთის პროცესი დაიწყო, იტყობინება გერმანული გაზეთი “ბილდი”. ეს თვითმფრინავიდან გაშვებული"სტელსის" ტიპის, გრძელი რადიუსის ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც 450 კილოგრამიანი ჯავშანსაწინააღმდეგო ქობინით არის აღჭურვილი.
ასევე ნახეთ: ამერიკა ირანს რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაზე აფრთხილებსწყაროების დაკონკრეტების გარეშე გაზეთი ამბობს, რომ შესყიდვას შეუძლია გერმანიის არსენალში ამჟამად არსებული “ტაურუსის” რაკეტები ჩაანაცვლოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს შესაძლოა მას შემდეგ მოხდეს, რაც გერმანიას ამერიკისგან F-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს და მასთან დაკავშირებულ შეიარაღებას შეიძენს. 2022 წელს გერმანიის მთავრობამ თვითმფრინავების შესყიდვის მიმართ ინტერესი საჯაროდ გამოხატა.
“ბილდის” ინფორმაციით, მთელი პაკეტის შესყიდვის ფასი 8 მილიარდ ევროზე მეტია. ოფიციალური შესყიდვის ხელშეკრულება სავარაუდოდ შემოდგომაზე გაფორმდება.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ F-35-ების შეძენის ფარგლებში დაგეგმილია იარაღის ფართო ნაზავის შესყიდვა, მათ შორის, ჰაერო-მიწის საკაკეტო კომპონენტის.