ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის თქმით, რუსეთის დასაცავად ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნაა


რუსეთის ტანკი ბელგოროდში, უკრაინის საზღვრის მახლობლად. ფოტო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2024 წლის 19 მარტს გაავრცელა.
რუსეთის ტანკი ბელგოროდში, უკრაინის საზღვრის მახლობლად. ფოტო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2024 წლის 19 მარტს გაავრცელა.

მოსკოვმა 18 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმებისგან რუსეთის ტერიტორიის დაცვის ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნა იქნება. ის რუსეთის რეგიონებს უკრაინას უსაფრთხო მანძილით დააცილებს, რათა მათ ამ რაიონებში რუსეთის მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ვერ შეძლონ.

კრემლმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში ახსენა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის საზღვართან ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას. რუსეთში ჩატარებული კენჭისყრა დასავლეთში არადემოკრატიულ არჩევნებადაა მიჩნეული.

ჟურნალისტებთან სატელეფონო ზარით საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „რაც შეეხება [უკრაინის] დრონებით თავდასხმებსა და ჩვენი ტერიტორიის, საზოგადოებრივი ობიექტების, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვას, ზომები უნდა იქნას მიღებული ამ ტერიტორიების დასაცავად", - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, „მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ ერთგვარი ბუფერული ზონის შექმნით, რათა ნებისმიერი საშუალება, რომელსაც მტერი ჩვენზე საიერიშოდ იყენებს, მოქმედების არეალის მიღმა აღმოჩნდეს".

"უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს" - ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:09:15 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG