ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი გაზის და ნავთობის ინფრასტრუქტურის სარაკეტო სისტემებით დაცვას გეგმავს


რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ ვერხოვმა პარლამენტარებს უთხრა, რომ არსებოობს ნავთობგადამამუშავებელი და გაზის ობიექტების სარაკეტო სისტემებით დაცვის გეგმა.

"ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად რუსეთის ეროვნული გვარდიიდანაც იმისთვის, რომ დავიცვათ ობიექტები, დავამონტაჟოთ ისეთი დამცავი სისტემები, როგორიც მაგალითად "პანტსირია", - ამბობს არტიომ ვერხოვი, ენერგეტიკის სამინისტროს გაზის ინდუსტრიის განვითარების მიმართულების დეპარტამენტის დირექტორი.

უკრაინამ ბოლო პერიოდში რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ ინდუსტრიაზე იერიშები გააძლიერა. არაერთი გადამამუშავებელი ქარხანა გახდა დრონებით განხორციელებული იერიშის სამიზნე. ბევრ შემთხვევაში თავდასხმას ხანძარი მოჰყვა.

თავდასხმების მიზანი რუსეთის ეკონომიკისთვის კრიზისის შექმნა და ჯარის მომარაგების შეფერხებაა. იმ ფონზე, როცა მოსკოვი აქტიურად უტევს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

"როიტერის" შეფასებით, წლის პირველ კვარტალში უკრაინის დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, დაახლოებით 7 %-ის ანუ 4.6 მილიონი ტონა ნავთობის წარმოების შეფერხება მოხდა.

XS
SM
MD
LG