უკრაინამ სამშაბათს რუსულ სამიზნეებზე ათობით დრონითად და რაკეტით იერიში მიიტანა. შედეგად, სერიოზულად დაზიანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
რუსეთი და უკრაინა უპილოტო საფრენ აპარატებს აქტიურად იყენებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე და ჯარების კონცენტრაციაზე თავდასხმისთვის. კიევმა ბოლო თვეებში რამდენიმე იერიში მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე.
პარალელურად, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირე რუსულენოვანმა მებრძოლებმა რუსეთის საზღვრის გადაკვეთა, სულ მცირე, შვიდი თავდასხმით სცადეს და რომ რუსულმა ძალებმა თავდასხმები მოიგერიეს. მებრძოლებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის საზღვრის გარღვევა შეძლეს, რაც რუსეთმა უარყო.
რუსეთზე უკრაინული დროენებით განხოციელებული ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ თავდასხმის დროს, მოსკოვის ცნობით, 25 უკრაინული უპილოტი საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მოსკოვის, ლენინგრადის, ბელგოროდის, კურსკის, ბრაიანკის, ტულასა და ორიოლის რაიონებში. კრემლის განცხადებით, დრონებით თავდასხმები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს თავდასხმები ენერგეტიკულ ობიექტებზე, მათ შორის, ხანძარი “ლუკოილის” “ნორსის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და ასევე ქალაქ კირიშის გარეუბანზე, სადაც რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.