იმ დროს, როდესაც ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა აღმართეს, შვედეთის სამხედრო უწყებამ ტრანსატლანიკურ სამხედრო ალიანსში შესვლა, 11 მარტს მთელ ქვეყანაში დროშის აღმართვის ცერემონიებით აღნიშნა.
სტოკჰოლმში, შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბთან გამართულ ცერემონიაზე, მთავრობას შვედეთის სოფლის საქმეების მინისტრი წარმოადგენდა.
გასულ კვირაში შვედეთი ნატოს 32-ე წევრი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ, ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის გადახედვისკენ უბიძგა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტენსონმა აშშ-ის მთავრობას საბოლოო დოკუმენტაცია 7 მარტს წარუდგინა, რაც ალიანსში შესვლის პროცესის ბოლო ნაბიჯი იყო.